Home ბლოგი კახეთში შალვა ამონაშვილის 95 წლის იუბილე მიულოცეს

კახეთში შალვა ამონაშვილის 95 წლის იუბილე მიულოცეს

კახეთში შალვა ამონაშვილის 95 წლის იუბილე მიულოცეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს, შალვა ამონაშვილს 95 წლის იუბილე მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობილი ქართველი პედაგოგი პირადად მოინახულეს და საიუბილეო თარიღი მიულოცეს. მათ შალვა ამონაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ჯანმრთელობა, მხნეობა და კეთილდღეობა უსურვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა შალვა ამონაშვილის განსაკუთრებული ღვაწლი განათლების სფეროში, მისი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა და წვლილი ჰუმანური პედაგოგიკის განვითარებაში, რომელმაც არაერთი თაობის აღზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.