სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველი ქალაქების გარდა, პატრონიან ძაღლებს ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მიკროჩიპის გამოყენებით მოხდება მათი რეგისტრაცია ერთიან ბაზაში, ხოლო ძუ ძაღლებს სტერილიზაცია ჩაუტარდებათ.
თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, უპატრონო და მიკედლებულ ძაღლებს ჩაუტარდებათ ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
დემდეგ კი, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანენ თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფრებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან და ჩაერთონ ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში.





















