Home ბლოგი 29 წლის თავდამსხმელი ირაკლი რუხაძე კარიერას კლუბ „თელავში“ გააგრძელებს

29 წლის თავდამსხმელი ირაკლი რუხაძე კარიერას კლუბ „თელავში“ გააგრძელებს

29 წლის თავდამსხმელი, ირაკლი რუხაძე კარიერას კლუბ „თელავში“ გააგრძელებს

ინფორმაციას სპორტული გამოცემა Geo Goal ავრცელებს.

რუხაძე შემტევი ხაზის ფეხბურთელია და FC Telavi – ის რიგებში წარსულშიც წარმატებით ასპარეზობდა.

კარიერა სპორტსმენმა კლუბ “საბურთალოში” დაიწყო, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს თამაშობდა მარტვილის “მერანში”, სამტრედიის “სამტრედიაში” და წყალტუბოს “სამგურალში.”

რუხაძე “თელავში”2018 წლიდან ირიცხებოდა, სადაც ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ იყო მიჩნეული.

ამ პერიოდში მან კლუბის შემადგენლობაში 80-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30-მდე გოლი გაიტანა.

განსაკუთრებით წარმატებული 2019 წლის სეზონი აღმოჩნდა, როდესაც 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოლო პერიოდში ირაკლი რუხაძე ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, სადაც უზბეკური კლუბიდან “AGMK Olmaliq”- გადავიდა.