რეგიონული განვითარების სამინისტროში თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანი თელავის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რაც თელავის ერთიანი ხედვის შესაბამისად განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინისტრის განცხადებით, გეგმების შემუშავების პროცესში აუცილებელია მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, კერძო სექტორისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობა, რათა სწორად განისაზღვროს არსებული საჭიროებები, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და განვითარების პოტენციალის სრულფასოვანი შეფასება.
სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.





















