Home ბლოგი პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი...

პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი უსრულდებათ

2026-2027 სასწავლო წელს საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით, 6 წელი უსრულდებათ

როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება მშობელთა ინტერესების გათვალიწინებით მიიღეს.

„-მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები.“- თქვა მინისტრმა.

მიქანაძის თქმით, ცვლილება განპირობებულია საერთაშორისო პრაქტიკით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობას და მინიმალურ კომპეტენციებს, საჭირო უნარების განვითარებისთვის.