20 წლის პანკისელმა ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა, ახალგაზრდული ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა
ესპანეთის ქალაქ მოსტოლესში, 90 კგ წონით კატეგორიაში, მან თანამემამულე ლუკა თევდორაძე ფინალში დაამარცხა.
სპორტსმენს წარმატებები სხვა დროსაც ჰქონდა. 2024 წელს ქავთარაშვილმა ბერლინში ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა.
2025 წელს კი უნგრეთის პაკსსა და ესპანეთის მალაგაში მესამე ადგილზე გავიდა.





















