ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საკვირაო ქადაგებაში ტელეკომპანია იმედისა და პოსტ ტვ-ისათვის დაწესებულ ბრიტანულ სანქციებს გამოეხმაურა და და ქვეყნის შიგნით გაერთიანების საკითხს შეეხო
„-რაღაც სანქციები იყო, ხო?ტელევიზიებზე და ვიღაცებმა გაიხარეს. ეხლა, უცხოეთი თუ სანქციას დამადებს, ხო? ჩემიანი, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს განწყობილი, ეხლა ვმეგობრობ თუ არ ვმეგობრობ ხელისუფლებასთან, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ჩემთან, საქართველოში, უცხოელი რომ ზედმეტს შეეცდება, ჩემთვის სამწუხაროა. სამწუხაროა, რატომ უნდა ვიყოთ ქართველები ერთმანეთთან ისე, რომ ერთმანეთზე აუგი გვიხაროდეს. ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. 100 000 ქართველივით გავერთიანდეთ. ჩვენ თუ გვინდა, ძლიერად ვიყოთ, აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ, ერთობა უნდა გვქონდეს. ჭეშმარიტი ერთობა, იძულებითი ერთობა არა. ხომ შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ერთმანეთს უთხრან და ჩვენც გვითხრან, ჩვენი დანაშაული თუ არის. ამდენი წელია ვიძახით შერიგებაზე და მაინც ჩვენ გამოვყავართ ცუდად.“- თქვა სასულიერო პირმა.
მეუფემ ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ შიდა ერთობაზე, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებზეც:
„აბა შეხედეთ მსოფლიოს, რა ხდება, ხო? ვიღაცები ერთმანეთთან რომ ვერ ლაპარაკობენ და საუბარი არ შეუძლიათ, რითი მთვარდება ყველაფერი. თუ მოვინდომებთ, უცხოეთთანაც უნდა შევძლოთ. მტრულად რომ ვუყურებთ, თუნდაც იმ ქვეყნებთანაც. მადლობა ღმერთს, ამ არეულ მსოფლიოში რომ გვაქვს მშვიდობა და ომებს გადავრჩით. ყველას მადლობა ვუთხრათ, თითოეულ ქართველს, მთავრობასაც. ხელი არ ავაღებინოთ ამაზე ღმერთს, ისე მოვიქცეთ. იცოდეთ, ერთხელ ვცხოვრობთ და არავისთან დამთმობი არა ვარ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ვამბობთ შერიგება და კეთილი ინებონ, შერიგებისკენ წავიდეთ. მეც, შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ, იმის გამო, რომ მე არ მომწონს, ჯვარი მწერია, ვინმეს ან სანქცია ვუსურვო, ან რაღაცა ვუსურვო. ჩვენ არავის დაქვემდებარებაში არა ვართ და არავის არ გავაბედინებთ, რომ ჩვენ გვმართოს. კარგად გაიგოს ყველამ.“- თქვა მეუფე იაკობმა, ხირსის მამათა მონასტერში ქადაგებისას.





















