ინდური ქორწილი წინანდლის მამულში, ივლისის თვეში 300-მდე სტუმარს ელოდებიან
ინფორმაცია “სილქ ჰოსპიტალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელმა, თამარ კვერნაძემ, BM.GE-ისთან საუბარში გააჟღერა.
მისი თქმით, ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 9 სხვადასხვა ტიპის აქტივობას მოიცავს.
„-ინდური ქორწილების ხანგრძლივობა რამდენიმე დღეა და საკმაოდ დატვირთულია, რაც განაპირობებს მაღალბიუჯეტიანობას. ამიტომ ეს ბაზარი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. სტუმრები გრძელვადიანად ჩერდებიან, ეცნობიან კახეთს და აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში,“ – აღნიშნა კვერნაძემ.
მისი განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდოეთით. წინანდლის მამულში ხშირად მასპინძლობენ სტუმრებს ევროპიდან, ჩართულია როგორც იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ასევე ბრიტანეთი და ისრაელი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისათვის სპეციალურ კამპანიას ატარებს.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს ამ კონკრეტული ქვეყნიდან საქართველოში 142.5 ვიზიტი შედგა, ჯამში ვიზიტორებმა 290 მლნ ლარი დახარჯეს.





















