ლაგოდეხის დრამატული და სახალხო თეატრის დასის წევრებმა სერბეთის რესპუბლიკაში, ქ. ბელგრადში, გამართულ საერთაშორისო სამუზეუმო თეატრის ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა. სადაც ერთმოქმედებიანი დრამა, (ფრანგი დრამატურგისა და სცენარისტის, ჟან ანუის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი), მონოსპექტაკლი „მედეა“ წარადგინეს, თეატრის რეჟისორებისა და თეატრმცოდნეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ფესტივალის მთავარი ჯილდო, ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ – ლაგოდეხის დრამატული და სახალხო თეატრის რეჟისორს, რაჟდენ კერვალიშვილს, გადასცა.
დღეს მუნიციპალიტეტის მერი თეატრის დასის წევრებს შეხვდა და წარმატებები პირადად მიულოცა.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული, თეატრალური მოღვაწეობის წარმოჩენისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, წელს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, პრემიერა გაიმართა. შემდეგ კი ჩვენი თეატრი, სერბეთის ფესტივალზე წარსდგა, ვულოცავ. მთელს შემოქმედებით დასს, ამ წინსვლას წარმატებებს ვუსურვებ”-აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი
ბელგრადის ფესტივალზე ლაგოდეხის თეატრის დასის წევრებთან ერთად,ესპანეთის,იტალიის,მონტენეგროსა და სერბეთის თეატრალურმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.