Home ბლოგი რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – რას ვყიდით/ვყიდულობთ?

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – რას ვყიდით/ვყიდულობთ?

2024 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.1%-ით შემცირდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10.9% მოდის.

ექსპორტი

რუსეთი წელს მთლიანი ექსპორტის მიხედვით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია, ადგილობრივ ექსპორტში კი, პირველი. იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 522.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 2.2%-ია. ადგილობრივმა ექსპორტმა 420.2 მლნ აშშ დოლარი. ზრდა აქაც 2%-ია.

169.2%-ით არის გაზრდილი სპირტიანი სასმელების იმპორტი, რაც 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ ზრდით არის განპირობებული. ზრდა შეეხო ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, თუმცა არა სპირტიან სასმელებს.

ვის ეკუთვნის რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტიორი TOP-10 კომპანია?

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $146.8 მლნ;
  • სპირტიანი სასმელები – $110.1 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები – $60.9 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $49.2 მლნ;
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი – $32 მლნ.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $401.2 მლნ;
  • ბუნებრივი აირი – $114.6 მლნ;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) – $66.2 მლნ;
  • ხორბალი და მესლინი – $52.1 მლნ;
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან – $33.3 მლნ.