Home ბლოგი აბა გამოიცანი – ვისყავსძღ***იამისთანა?!

აბა გამოიცანი – ვისყავსძღ***იამისთანა?!

კახეთისკენაც ხომ არ გაგვეფელეტონებინა ვინემე, რას იტყვით ?

ვისყავსძღ***ამისთანა?!

მას შემდეგ რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქალაქ სენაკში ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა და ქ. სენაკის მერად დასვეს ვახტანგ გადელია, თითქოს ქალაქისთვის არაფერი შეცვლილა და ჩვეულ რიტმს მიყვებოდა. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ქ. სენაკის ძღ***ს, რომელსაც ხალხში აწ უკვე ამ ფორმით გავარდნია სახელი, არც კომპეტენცია აღმოაჩნდა მერობის და ჩანს არც სურვილი. მაგალითად თუ მოქალაქეს მოუნდება მასთან შეხვედრა, მინიმუმ ერთი თვე მოუწევს 20-30 კაციან რიგში დგომა და შესაძლოა არც შეხვდეს. მერე რა, რომ ამისათვის ცალკე დღე _ ოთხშაბათია გამოყოფილი და კანონიც ავალდებულებს?! გეტყვიან, რომ ბნ. ძღ***ი გუბერნიაშია დაბარებული (რამე ხომ არ გეცნოთ მაგ. ფილმ ,,რეკორდიდან’’?!) ან საჩქაროდ საკრებულოს სხდომას მართავდეს ან მოადგილეებს ხვდებოდეს, მოქალაქეებისთვის გამოყოფილ დროში და საერთოდაც არ ბრძანდებოდეს შენობაში (ამ დროს შეიძლება რესტორანში ყელსაც იწმენდდეს). თუ გაგიმართლებთ, ბნ. ძღ***ს შეხვდებით და თქვენს პრობლემებზეც მოახსენებთ, ის გეტყვით, რომ 

_ ეს საკითხი მას არ ეხება, 

ან _ ეს მას არ ჩაუდენია და არაფერი იცის ამის შესახებ (მერე რა, რომ დოკუმენტზე, განკარგულებასა თუ აკრძალვა/თანხმობაზე მისი ხელმოწერაა?!)

ან გეტყვით, რომ _ ,,ზემოდან დაავალეს’’, ამ დროს თვალებს ისიც ზემოთ აატრიალებს, თავს სინანულით გაიქნევს და მეტი დამაჯერებლობისთვის თავის მკვდარ-ცოცხალსაც შეაგინებს. შესაძლოა მოქალაქეებს ,,ბრალდებებიც’’ წაუყენოს და როგორც ქალბატონ თამარას მიახალა სულ  ,,ოპოზიციონერი’’ აძახოს, ამ მოტივით კი მათი საქმეები გააფუჭოს ან თხოვნაზე უარი სტკიცოს _ ,,ვერაფერს გიშველი, ვაგლახ, შენი ბრალიაო!’’ შემდეგ კი ისევ ის მოქმედება _ ამ დროს თვალებს ზემოთ აატრიალებს, თავს სინანულით გაიქნევს და მეტი დამაჯერებლობისთვის თავის მკვდარ-ცოცხალსაც შეაგინებს. მერე რა, რომ ის ყველასთვისაა დანიშნული (აბა არჩევით როგორ აირჩევდა ხალხი, როდესაც არჩევნებამდე მას არც არავინ იცნობდა და მით უფრო პოლიტიკასთან შეხებაც კი არ ჰქონია, თუ ,,ქართული (აწ უკვე რუსულად წოდებული) ოცნების’’ შემომწირველობას და ფინანსურ მხარდაჭერას არ ჩავთვლით)! 

კიდევ რით შეიძლება იყოს ქ. სენაკის ძღ***ი დაკავებული, იკითხავს მკითხველი? პირველი საქმე რომელშიც ბნ.-მა გადელიამ თავი გამოიჩინა, სიმაღლიდან ხტომა იყო, რომელიც მართალია რეკორდით არ დასრულებულა, მაგრამ მცდელობა დასაფასებელია! 

მავანთა თქმით, ეს იყო მაშინ, როდესაც იგი ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურეობრივი მანქანით მდინარეში გადაეშვა. არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო, მოგეხსენებათ ძღ***ი წყალში არ იძირება და მადლობა ღმერთს, ისიც უვნებელი გადარჩა. ცხადია არც არავინ გამოჰკიდებია, ჯერ კიდევ ახლად მოსული იყო და………. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ დანიშვნიდან მოყოლებული, ბუტაფორიულ ფიგურა ქ. სენაკის ძღ*** გადელიას არაფერი სარგებელი არ მოუტანია ქალაქისთვის, ერთ-ერთი საფუძველი მისი მეტსახელისა სწორედ ეს გახდა, ოცნების მიერ ,,დასაქმებული’’, ქ. სენაკის მერად დანიშნული, მდინარის დინებას მინდობილი და მოტივტივე ვითარცა ძღ***ი!

ამის გარდა კიდევ ერთი ,,ნაკლებად დამაჯერებელი’’ საფუძველი არსებობს რის გამოც ბნ. გადელიას ძღ***ი შეარქვეს. როგორც ამბობენ, მისი დანიშვნის შემდეგ კორუფციამ, ნეპოტიზმმა და არა-კომპეტენტურობამ მთელს მერიასა და საკრებულოში იფეთქა. ჯერ იყო და საკრებულოში წარმოშობილმა კრიზისმა, ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში, წინა საკრებულოსა და  მერის მიერ დაგეგმილი პროექტების ამარა დატოვა რაიონი, რომლის ნაწილიც თავის თავზე მიიწერა ახალმა მმართველობამ. ძირითადი პასუხები კი რომლებსაც მოქალაქეები ისმენენ მერიის სამსახურებისგან, მაგალითად ადმინისტრაციის თუ სხვა თანამშრომელთა სტანდარტული პასუხებია:

_ ,,არ ვიცი!’’

_ ,,ჩემი საქმე არ არის!’’

_ ,,მე არ მეხება!’’ (მერე რა რომ საქმე მას დააწერეს, რა ვალდებულია სამუშაო სათანადოდ შეასრულოს?!)

_ ,,უკაცრავად მაგრამ განცხადების შინაარსს ვერ მიხვდი’’ (არ წაუკითხავს და რას მიხვდებოდა?!).

_ ,,შესვენებაზე ვააართ!’’  

ძვირფას მკითხველს კი მოეხსენება, რომ კორუფცია ისევე ყარსო, როგორც ძღ***ი და ესეც თქვენი ირიბი კავშირი!

სხვა საქმე რომლითაც ქ. სენაკის ძღ***ი არის ცნობილი აზარტული თამაშებით მისი გატაცებაა (აქედან მისი სხვა მეტსახელი _ ,,სლოტოვიჩი’’). ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამა არის ერთი სახიფათო მომენტი, არ გინდა უცებ აზარტში შესული ბნ. გადელია რომელიმე ობიექტს ჩამოვიდეს ფსონად?! ან ქალაქის ბიუჯეტს?! ან საერთოდაც ქალაქს?! რა, მოსთხოვს პასუხს ვინმე თუ?! 

ქალაქ სენაკში ბნ. გადელიას ზურგსუკან კი ეძახიან ძღ***ს მაგრამ ცოტა თუ შეჰბედავს იგივე პირში უთხრას. ვინც შეჰბედა, აგინა, მერე იმათ გალახეს (გალახული მერები კიდევ ცალკე სერიაა!) და ამ მოტივით სამსახურიდან დაითხოვა ან დაათხოვნინა ან სარჩელი შეიტანა. ასეთი შემთხვევებისთვის ბნ. ძღ***მა სპეციალური ,,სამსახურიც შექმნა’’ _ ,,დამსმენელთა და ცრუმოწმეთა’’ რომლის თანამშრომელთა ფუნქციაც შემდეგია: ბნ. გადელიას კაბინეტიდან გამომავალ მცირე ხმაურზე კაბინეტში შევარდნა და ,,ძალადობის ფაქტის’’ დაფიქსირება. შემდგომში კი ამ ფაქტის ხელმოწერით დადასტურება. ალბათ მსგავსი რამ არავის გაგიკვირდებათ, სადაც მთელ ქვეყანაში ,,ტიტუშკები’’ ბოგინობენ სენაკის მერია რა დიდი ბედენაა?!

ამასთან დაკავშირებით, თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთი ამბავს მოგახსენებთ, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოგვიყვა: სენაკის ადმინისტრაციაში დიდი ხანია მუშაობს პიროვნება ი. საჯაია, რომელიც ინფრასტრუქტურის სფეროშია დასაქმებული. ამბის მთხრობელ მოქალაქეს შექმნია წინააღმდეგობა მერიისაგან რომელზეც ეს პიროვნება სრულად თუ ნაწილობრივ იყო პასუხისმგებელი. მოქალაქეს უკითხავს თუ რა იყო მისი მოთხოვნის/განცხადების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი (რადგანაც უარყოფის დოკუმენტში ბუნდოვნად იყო პასუხი მოცემული). ბნ. საჯაიას გულღიად მოუხსენებია, რომ მიზეზი სენაკის მერი იყო და რომ ის _ ,,მერის ყველა ბრძანებასა თუ სურვილს უსიტყვოდ აასრულებდა’’. ენამოსწრებულ, გულ-ფიცხ მოქალაქეს კი რიტორიკულად უკითხავს: ,,ის’’ რომ დაგიდოს და გითხრას კიტრია და ჭამე, შეჭამო?!’’ ამ ამბის დასასრული ცხადია ჩვენი განხილვის თემა არ არის, თუმცა როგორც ამბობენ ასეთი ერთგული პირები მრავლად არიან სენაკის ძღ***ის გარშემო, რაც ჭეშმარიტად დასაფასებელია! (ვერც გაამტყუნებ! სამსახურის და ,,დარმავოი’’ ხელფასის დაკარგვა ჩვენს ქვეყანაში არ არის პატარა გამოწვევა). 

ცალკე საკითხია კომპეტენტურობაც. მაგალითად, შეიძლება განცხადება დაწერო მერიაში და პასუხი არ მოგივიდეთ, რადგანაც მას რეგისტრაციაში არ გაატარებენ ან დაავიწყდებათ ან ,,დაიკიდებენ’’ და პასუხზე მისულს გეტყვიან, რომ არ მიუღიათ განცხადება ან დაკარგეს და გთხოვენ თავიდან დაწეროთ. ამიტომ, მოქალაქეებს ვურჩევთ, დარეგისტრირდნენ My.gov.ge-ზე იუსტიციის სახლში და შემდეგ იმავე პორტალიდან მიმართონ განცხადებით სათანადო უწყებებს, რადგანაც ელექტრონული სისტემა ავტომატურად ატარებს დოკუმენტს რეგისტრაციაში. რაც შეეხება მერიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, მაგალითად, რომ მოითხოვოთ თუ ვინ გასცა ესა თუ ის დასკვნა, ან ვინ არის პასუხისმგებელი ამა და ამ დასკვნაზე, დოკუმენტზე, საბუთზე, როგორც ერთმა მოქალაქემ ჩვენთან ირონიით აღნიშნა, მის განცხადებაზე პასუხი იყო, რომ მერიაში არ იცოდნენ/არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ იყო პასუხისმგებელი (საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოქალაქემ ერთი საბუთიც გვაჩვენა, რომელიც სენაკის ძღ***ის მიერ იყო ხელმოწერილი და პასუხად გაცემულ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ არ იცოდნენ ვინ იყო პასუხისმგებელი).

სხვა განხილვის თემაა ტენდერები. არა ოფიციალური ინფორმაციით, ბნ. სენაკის ძღ***ი გადელია ყველა გაცემული ტენდერის 20-30% _იან წილშია. ხოლო თუ ტენდერი მცირე შემოსავლიანია მაშინ მას მხოლოდ მის ერთგულ პირებზე გასცემს. ტენდერების პირობებსა და შესრულებას ნუღარც იკითხავთ. ამ ცოტა ხნის წინ დიდის ამბით დასრულდა ე.წ. საკირეს აღმართის რეაბილიტაცია, რომელიც ჩხოროწყუსკენ მიმავალი ერთ-ერთი მაგისტრალის ნაწილია. იქ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი იცინის ნაწილი კი ბრაზობს _ 8% დახრილობის მქონე გზაზე მოწყობილ ბორდიურებზე, რომელიც შესანიშნავი იქნებოდა ექსტრემალური სპორტის _ სკეიტბორდის, ველო-სპორტის ან მოტო-სპორტის მოყვარულებისთვის (შესაძლოა სენაკის მერია აქ ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას გეგმავს. ასევე სენაკელებს ეხსომებათ, ყოველი არჩევნების წინ ყოფილი მენჯის სანატორიუმის ცერემონიალური მონახულება ,,ქოცნების’’ წევრების მიერ და მისი აღდგენის აბსურდული დაპირებაც). თავად გზა კი რომელიც აქამდე 3 ზოლიანი იყო ახლა 2 ზოლამდეა დაყვანილი ხოლო მესამე ზოლის ადგილი სუფთად არის მოხრეშილი არაა გამორიცხული ეგ მესამე ზოლი ბნ. გადელიას 30%-ში გაქვითულიყო). ცხადია სანიაღვრეებიც არ მოუწყვიათ და მოსახლეობის ჭიშკრამდე მისასვლელი 2 მეტრიანი მონაკვეთიც, მხოლოდ შერჩევითად, რამდენიმე ადგილას მოაასფალტეს. თან ზოგიერთ ,,წუწუნა’’ მოქალაქეს აყვედრიან _ რა არ მოგწონთ გზა ხომ გაგიკეთეთო?! გეგონებათ თავიანთი ჯიბიდან დახარჯეს ფული და სულ არ ყოფილიყო იმ ბიუჯეტიდან გამოყოფილი, რომელსაც ჩვენი გადასახადებით ვავსებთ. ვინც არ იცით ან დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ თქვენი შრომით მიღებული ხელფასის 20% ბიუჯეტში მიდის.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ახლა თუ ქ. სენაკში მოხვდებით, ქალაქში გასეირნებთ და ბნ. გადელიას იხილავთ, სირბილით მომავალს მერიიდან ან მერიისკენ ან დამფრთხალი სახით მობჟუტურეს წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ მოწყობილ შეკრებაზე, არ გაგიკვირდეთ თუ იქვე სენაკის მოსახლეობის მომღიმარ სახეებს გამოიჭერთ. ყველას ეღიმება მოსიარულე, ხელ-ფეხ გამოსხმულ ძღ***ზე. 

განა თქვენ არ გაგეღიმებოდათ ასეთის დანახვისას?!

რაც მთავარია, თქვენც გყავთ ძღ***ი ამისთანა?!

ავტორი: ვახტანგ გატყურია