Home ბლოგი ჯონდო მდივნიშვილმა პროფესიული დღე პედაგოგებს მიულოცა

ჯონდო მდივნიშვილმა პროფესიული დღე პედაგოგებს მიულოცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციად დამკვიდრებული „წლის პედაგოგი“-ს სტატუსის მქონე მასწავლებლების, საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წლის საუკეთესო მასწავლებელი, ლაგოდეხის 28 საჯარო სკოლაში და კერძო სასწავლო დაწესებულებაში, კოლეგების მონაწილეობით, წელსაც გამოვლინდა.

ჯონდო მდივნიშვილმა, პედაგოგებს, პროფესიულ დღესთან ერთად, მუნიციპალიტეტის წლის მასწავლებლის სტატუსი მიულოცა და პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატება უსურვა.

კინოთეატრ “სინემა”-ს დარბაზში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებას, მერთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები, ნინო წილოსანი და ირაკლი ქადაგიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.