Home ბლოგი სასკოლო ოლიმპიადა ყვარელში

სასკოლო ოლიმპიადა ყვარელში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში, რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა კალათბურთში.

შეჯიბრში 5 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ყვარლის მე-2 საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის 1 საჯარო სკოლა.

გოგონათა კატეგორიაში 2 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

I ადგილი დაიკავა ყვარლის მე-2 საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა მთისძირის საჯარო სკოლა.

შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.