Home ბლოგი კახელი მევენახე პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ყველა მადლობელია – გახარებული ვურეკავთ ერთმანეთს და ვულოცავთ

კახელი მევენახე პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ყველა მადლობელია – გახარებული ვურეკავთ ერთმანეთს და ვულოცავთ

რამდენიმე საათია, რაც გავიგეთ, რომ ყურძნის ფასი გაიზარდა – ხალხი ძალიან მადლობელია, – აცხადებს „ქრონიკასთან“ კახეთის რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი მევენახე.

„ზოგმა 16, ზოგმა 18 და მე პირადად 5 ტონა ყურძენი ჩავაბარე. მადლობელი ვარ ყურძნის ფასის გაზრდით, ყველა გახარებული ვურეკავთ ერთმანეთს და ვულოცავთ“, – აცხადებს მევენახე.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს.