დღის ამბებიპოლიტიკა

წინანდალში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წინანდალში საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავარი მიმართულებები განიხილეს.

გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტში. საუბარი შეეხო საბიუჯეტო თანხების განაწილებას.წინანდალში გამართული სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close