დღის ამბებისაზოგადოება

ვენახების კადასტრის პროგრამა წელს დასრულდება

ვენახების კადასტრის პროგრამა წელს სრულდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ვენახების პასპორტიზაცია, ვენახების აღწერა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფერმერები და მეღვინეები კადასტრის საბოლოოდ ამუშავებას მოუთმენლად ელოდებიან.

ვენახების კადასტრის პროგრამა წელს სრულდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ვენახების პასპორტიზაცია, ვენახების აღწერა. მათ შორის, წელს ვამთავრებთ დასავლეთ საქართველოს. ჩვენ უკვე გვექნება სრული სურათი, თუ რა ვენახები გვაქვს, რამდენი გვაქვს, თითოეული ვენახის ნაკვეთს ექნება თავისი პასპორტი და უნიკალური კოდი. ეს არის ის საძირკველი და არის კარგი ინსტრუმენტი ზოგადად ამ დარგის შემდგომი განვითარებისა და ზრდისთვის, მდგრადი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ყველა პატიოსან ფერმერს, მევენახეს, მეღვინეს ერთი სული აქვს, რომ ეს კადასტრი საბოლოოდ ამუშავდეს. რაც შეეხება მომავალ წლებს, კადასტრი ზოგადად ცოცხალი ორგანიზმია. ერთია, ერთიანი სურათის შექმნა, მაგრამ უკვე შემდგომ წლებში მუდმივი განახლების თემაა კადასტრი, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close