დღის ამბებისაზოგადოება

DRG სისტემა, წლის ბოლომდე, მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც ამოქმედდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე დამწვრობის გარდა ყველა სამედიცინო მომსახურებას მოიცავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, წლის ბოლომდე DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც ამოქმედდება, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, ყველა სამედიცინო მომსახურებას მოიცავს დამწვრობის გარდა.

როგორც მან განაცხადა, მსოფლიოშიც ნაკლებად არის პრაქტიკა, როდესაც DRG სისტემა დამწვრობას მოიცავს.

ამ ეტაპზე ტექნიკურად გამზადებული გვაქვს ის სერვისები, რომელიც დამატებით მოექცევადიარჯისისტემაში. ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებს გავდივართ. როგორც განვაცხადეთ DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც გავრცელდება. საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული ყველა სერვისი DRG სისტემაში მოექცევა გარდა დამწვრობისა, რომელიც ჯერ კიდევ DRG-ის გარეთ რჩება. მსოფლიოშიც ნაკლებად არის მსგავსი პრაქტიკა, როდესაც დამწვრობა DRG სისტემის ფარგლებში მოექცევა“, აღნიშნა ღუდუშაურმა.

წყარო: ipn.ge

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close