რეგიონიყვარელი

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ყვარელში სამოქმედო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩიეს

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის  – „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ – ფარგლებში, 29 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წარდგენა და თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა.

ყვარლის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის თავმჯდომარე ქეთევან ზაუტაშვილი გახდა.  ყვარლის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს მმართველი საბჭოს 7 წევრი ჰყავს.

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას.

პროექტი „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

პროექტის პარტნიორები არიან: „მურსკა სობოდას რეგიონული განვითარების ცენტრი“; „ბულგარეთის გენდერის კვლევითი ფონდი“, საფონდო თემი „ლელი“ და „ქალ მეწარმეთა ფონდი“.

 

Tags
Show More

Related Articles

Close