რჩევები

პიროტექნიკით დაბინძურებულმა ჰაერმა შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. – იმუნოლოგიის ცენტრი

პიროტექნიკით დაბინძურებულმა ჰაერმა შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. - იმუნოლოგიის ცენტრი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ფეიერვერკების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ისინი.

“კვლევები ცხადყოფს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება მეტალის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად, მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული.

დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.

როგორ მოიქცეთ, თუ აღმოჩნდით გარემოში, სადაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი საშუალება? – მიიღეთ თქვენი ალერგიის საკონტროლო პრეპარატები! შენობაში, ასაფეთქვებელი საშუალებების შემთხვევით გაშვების შემთხვევაში, გაანიავეთ ოთახი, ჩამოიბანეთ თვალები და სახე! მოერიდეთ ფეირვერკების ქვეშ დგომას!”, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close