რჩევები

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა სტრესის ჰორმონის დონეს 75%-ით ზრდის

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა სტრესის ჰორმონის დონეს 75%-ით ზრდის

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა თაგვებში სტრესის ჰორმონს 75%-ით ზრდის.

კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Cardiovascular Research.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე, რომლებსაც მარილიან საკვებს აძლევდნენ. ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველებს მოსვენებულ მდგომარეობაში სტრესის ჰორმონის მომატებული დონე ჰქონდათ. გარდა ამისა, რეალური სტრესის პირობებში, ის ორჯერ გაიზარდა, ვიდრე იმ თაგვებში, რომლებიც ნორმალურად იკვებებოდნენ.

ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ მარილის მიღებამ გაზარდა გენების აქტივობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინში ცილების გამომუშავებაზე. ეს უკანასკნელნი აკონტროლებენ ორგანიზმის რეაქციას სტრესზე.

ზრდასრულთათვის რეკომენდებული მარილის მიღება დღეში ექვს გრამზე ნაკლებია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა რეგულარულად მოიხმარს დაახლოებით ცხრა გრამს. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიულ წნევის მატებას, რაც ზრდის გულის შეტევის, ინსულტის და სისხლძარღვოვანი დემენციის რისკს.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე დაიწყეს შემდგომი კვლევა იმის გამოსარკვევად, იწვევს თუ არა მარილის ჭარბი მიღება სხვა ქცევის ცვლილებებს, როგორიცაა შფოთვა და აგრესია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close