რჩევები

როდის არ შეიძლება “გლანდების ოპერაციის” ჩატარება და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს

როდის არ შეიძლება "გლანდების ოპერაციის" ჩატარება და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს

ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის წინააღმდეგჩვენებები:

  1. აბსოლუტური (კატეგორიულად არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება):

სიმსივნური დაავადებები;

სისხლისა და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის დაზიანებასთან არის დაკავშირებული;

პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი;

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია;

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დეკომპენსაცია;

დეკომპენსირებული ფილტვისმიერი დაავადებები;

აქტიური ტუბერკულოზი.

  1. დროებითი წინააღმდეგჩვენებები (მიზეზის მოცილების შემდეგ შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება):

მწვავე ინფექციები (რესპირატორული, ჰაიმორიტი, რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი);

ქრონიკული დაავადებების გამწვავება;

ორსულობა.

ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შედეგები

ტონზილექტომიის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს გართულებები:

სისხლდენა,

ინფექცია,

ქსოვილების დამწვრობა.

ასევე შესაძლოა სხვა შორეული შედეგების განვითარება, კერძოდ:

ადგილობრივი უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება;

ჰუმორული იმუნური პასუხის შესუსტება;

სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი;

ალერგიული ბრონქოსპაზმები (ბრონქული ასთმა), მათ შორის, ინფექციურ-ალერგიული ბუნების.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close