გურჯაანირეგიონი

სოფელ ქოდალოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, სოფელ ქოდალოში, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია უტარდება 979 მეტრი სიგრძის გზას, რომელიც მთის ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 422 956 ლარით ფინანსდება.

ცნობისთვის- სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close