დღის ამბებისპორტი

თელავში ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის თასის ჩემპიონატი იმართება

თელავის სპორტის სასახლეში, ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის თასის ჩემპიონატი იმართება.

ტურნირი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება, საქართველოში მეორედ იმართება და წელს, თელავი მასპინძლობს.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დააჯილდოვა.

ტურნირში 14 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ევროპის თასი იმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებიდან 62 ვაჟი და 50 გოგონა ასპარეზობს. მათ შორის არიან თელაველი ახალგაზრდა სპორტსმენები – ლუკა რაზმაძე, ნინი ჭორმოსიაშვილი, მერაბ სამადაშვილი და ლუკა ქალიაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close