რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ შემოდგომით სეირნობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ შემოდგომით სეირნობისას

შემოდგომაზე ადამიანს ავტომატურად უქრება ქუჩაში გასვლის სურვილი. მაგრამ მედიკოსების განცხადებით მოძრაობა სიცოცხლეა.

ამიტომ თავს ძალა უნდა დავატანოთ და სეირნობაზე უარი არ ვთქვათ.

შემოდგომით სეირნობა უფრო კომფორტულია, რადგანაც გრილა, წვიმის შემდეგ ჰაერი დატენიანებული, სუფთა და ადამიანისთვის სასარებლოა, თუმცა თავს უნდა გავუფრთხილდეთ რომ არ გავცივდეთ.

სააღამოს სერნობის ხანგრძლივობა დასაწყისში უნდა იყოს 15-20 წუთი. თანდათანობით უნდა გავზარდოთ აქტივობა ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენთვის ოპტიმალურ დროსა და ინტენსივობას. იდეალურია, როდესაც სეირნობის შემდეგ ადამიანი მსუბუქ, სასიამოვნო დაღლილობას გრძნობს.

საღამოს მოციონის დროს რომ არ გავცივდეთ სწორად უნდა შევარჩიოთ სამოსი. დავარეგულიროთ სუნთქვა, ვისუნთქოთ ცხვირით. სეირნობის დროს შევეცადოთ თავი შევიკავოთ ტელეფონზე საუბრისგან.

შემოდგომით სეირნობა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ფიზიკური აქტივობა სწორი ორგანიზაციის პირობებში უზრუნველყოფს ნერვული სისტემის დასვენებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close