მსოფლიო

როგორ გამოიყურება ჯორჯ კლუნის უნიკალური ავტომობილების კოლექცია

როგორ გამოიყურება ჯორჯ კლუნის უნიკალური ავტომობილების კოლექცია

ჯორჯ კლუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. მსახიობი, რომელსაც ოსკარის ჯილდო არაერთხელ, არამედ ორჯერ აქვს მიღებული, უამრავ წარმატებულ ფილმშია გადაღებული, მათ შორის ზოგიერთში, სადაც ის თამაშობს ისტორიაში ყველაზე ცნობილ პერსონაჟებს.

გარდა ამ მიღწევებისა, კლუნი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით. ცნობილია, რომ მას ავტომობილების კოლექცია აქვს, რომელსაც განსაკუთრებით უვლის. მას ჰყავს ვინტაჟური მანქანები, როგორიცაა ვინტაჟური კორვეტი, პორშე და ფლაგმანი ლექსუსი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

Porsche 911 GT3 RS

Porsche 911 GT3 RS ჯორჯ კლუნს დაბადების დღეზე მეუღლემ აჩუქა. ავტომობილის ინტერიერი სპეციალურად მსახიობისთვის შეირჩა და გაფორმდა. GT3 RS-ს 4.0-ლიტრიანი ბრტყელი ძრავა რამდენიმე წამში 520 ცხენის ძალას ავითარებს.

1959 წლიანი Chevrolet Corvette C1

ვინტაჟური Chevrolet, რომელსაც ამჟამად კლუნი მართავს, თავდაპირველად ოჯახისთვის ჯორჯ კლუნის მამამ იყიდა.

მამა-შვილი ამ ავტომობილით ხშირად სეირნობდნენ, რის გამოც ჯორჯს Chevrolet Corvette განსაკუთრებით უყვარს. კლუნი ამ მანქანას თავის ყველაზე ძვირფას საკუთრებად მიიჩნევს. მანქანას აქვს ელეგანტური დიზაინი.

Lexus LS

მსახიობს კოლექციაში აქვს ძვირად ღირებული Lexus LS.

2012 Lexus LS-ს აქვს მდიდრული ინტერიერი 380 ცხენის ძალა და 4.6 ლიტრიანი V6 ძრავი.

Porsche 911 Carrera 2 Cabriolet

1993 წლის Porsche Carrera 2 Cabriolet ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილია ჯორჯის კოლექციაში. 3.6-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავი, ავითარებს 247 ცხენის ძალას.

იმის გამო, რომ ეს მოდელი მხოლოდ 930 ერთეული იყო წარმოებული, Porsche Carrera 2 ძალზე იშვიათია და საკმაოდ ძვირია.

Tesla Roadster Signature 100

კლუნი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც Tesla Roadster შეიძინა. აღნიშნული Roadster არის Signature 100-ის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც 248 ცხენის ძალას ავითარებს.

Tango T600 EV

Tango T600 EV არის პირველი ელექტრომობილი, რომელიც ჯორჯ კლუნმა შეიძინა. T600 შექმნილია ქალაქში გადაადგილებისთვის. ის სწრაფი და კომპაქტურია. ცნობილია, რომ კლუნიმ ამ მანქანაში გადაიხადა 123,000 დოლარი.

Ford F-150 Raptor

ჯორჯ კლუნის ძალიან უყვარს კომფორტული ავტომობილები. მას კოლექციაში ჰყავს უამრავი პიკაპი.

მის ავტოფარეხში არ არის ძვირად ღირებული Ferrari, მაგრამ არის 70,000 დოლარიანი Ford F-150 Raptor, რომელიც უნიკალურია.

F-150 Raptor მზად არის ყველგანმავალი, ძლიერი მანქანა რითიც შესაძლებელია ნებისმიერ რელიეფზე გადაადგილება.

Mercedes G63 AMG

2012 წელს ჯორჯ კლუნიმ საკუთარ თავს აჩუქა ეს მანქანა. Mercedes-Benz G63 AMG აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 577 ცხენის ძალას.

G63-ის უმაღლესი სიჩქარეა 149 მილი/სთ და მას შეუძლია 0-დან 60 მილი/სთ-მდე 3,9 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close