დღის ამბები

სვაროვსკის ბრჭყვიალა ისტორია – როგორ დაიწყო და მოიპოვა საიუველირო კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სახელი

სვაროვსკის ბრჭყვიალა ისტორია - როგორ დაიწყო და მოიპოვა საიუველირო კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სახელი

არ არსებობს სხვა საიუველირო კომპანია, რომელიც სვაროვსკისთან ახლოს მაინც მივა. 1895 წელს, დაარსების დღიდან ავსტრიული კომპანია კრისტალიზაციის ხელოვნებას ყოველ წამიერად ხვეწს. კომპანიას მსოფლიოს ბაზარზე სახელის გამყარებაში ისეთი მეგა ვარსკვლავები დაეხმარნენ, როგორებიც არიან მერილინ მონრო და ბიონსე.

აი, როგორ გახდა სვაროვსკი ფუფუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი:

სვაროვსკის ადრეული დღეები ბიზნესში

საიუველირო კომპანია ავსტრიელმა დანილე სვაროვსკიმ 1895 წელს დააარსა. იმ დროისთვის მას უკვე შემუშავებული ჰქონდა მანქანა, რომელსაც შეეძლო კრისტალების დაჭრა უფრო მეტი სიზუსტით, ვიდრე იქამდე იყო შესაძლებელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კრისტალებით პარიზული ატელიეები დაინტერესდნენ.

1910-იან წლებში სვაროვსკიმ დააარსა Tyrolit Group, მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებული იყო სახეხი, საბურღი და გასაპრიალებელი ხელსაწყოების გამოყენებით. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ბრენდმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო.

1920-იან წლებში სვაროვსკის კრისტალები სულ უფრო პოპულარული გახდა და მათი ნახვა თითქმის ყველგან შეიძლებოდა. კრისტალები გახდა პოპულარული დეკორაციები სხვადასხვა გარემოში.

1932 წელს ფილმში “ქერა ვენერა“ მსახიობ მარლენ დიტრიხს ეცვა კაბა, რომელიც დაფარული იყო სვაროვსკის კრისტალებით. ეს იყო გარდამტეხი მომენტი კომპანიისთვის, მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

1940-იან წლებში ბიზნესმა ასევე დააარსა Swarovski Optik. კომპანია დღესაც პასუხისმგებელია სხვადასხვა ბინოკლების, ტელესკოპების და სხვა ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოებაზე.

1950-იანი წლებისთვის სვაროვსკი უკვე იყო ბრენდი, რომელსაც მთელი მსოფლიო ჰქონდა მოცული. არ შეგხვდებოდათ ოჯახი, სადაც მათ მიერ დამზადებული ერთი ნივთი მაინც არ არსებობდა.

კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ფრანგ დიზაინერ კრისტიან დიორთან ერთად, ხოლო ესპანური მოდის ბრენდის Balenciaga-ს Haute Couture კოლექციაში წარმოდგენილი იყო სვაროვსკის კრისტალები.

ფილმში Breakfast at Tiffany’s, ოდრი ჰეპბერნს სვაროვსკის სამკაულები აქვს მორგებული. კრისტალები მის ლეგენდარულ კაბაზე გამოიყენა მერლინ მონრომაც, “Happy Birthday Mr. President”-ის შესრულებისას. ახლახანს ეს კაბა კიმ კარდაშიანმაც მოირგო.

1970-იან და 1980-იან წლები სვაროვსკის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმოადგინა სვაროვსკის საკულტო პროდუქტები და გახსნა თავისი პირველი ბუტიკი. ბიზნესმა დაიწყო ფიგურების წარმოება. 1989 წელს სვაროვსკიმ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ლოგო გედის ხატოვანი სილუეტით, რომელიც სვაროვსკის ბრენდის სინონიმი გახდა.

საუკუნის დასასრულისთვის სვაროვსკიმ გააძლიერა თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიუველირო ფირმა.

თუ თქვენ ოდესმე ეწვევით სვაროვსკის ძვირად ღირებულ შოურუმს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ის მსოფლიოში, თქვენ საოცრად განსხვავებულ ატმოსფეროში მოხვდებით. უმაღლესი სტანდარტების დაცვის შედეგად ბრენდს შეუძლია შემოგთავაზოთ ძვირად ღირებული პროდუქტების წარმოუდგენელი მრავალფეროვნება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსებიდან 127 წელი გავიდა, სვაროვსკის ნაწარმი დღესაც ერთ-ერთი გამორჩეულია. დღეს, Swarovski Crystal Business არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნეს ერთეული Swarovski-ში, 170 ქვეყანაში მდებარე 3 000 მაღაზიით დაახლოებით და 29 000-ზე მეტი თანამშრომლით. მისი შემოსავალი მხოლოდ 2018 წელს დაახლოებით 2.7 მილიარდი ევრო იყო.

სვაროვსკის ახლა ოჯახის წევრების მეხუთე თაობა მართავს. თუმცა, ცნობილია, რომ 2022 წელს, კომპანიის ისტორიაში პირველად, ხელმძღვანელ თანამდებობებს არა ოჯახის წევრები დაიკავებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close