ეკონომიკა

მსოფლიოში ბამბა ძვირდება – რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო და სად

მსოფლიოში ბამბა ძვირდება - რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო და სად

მსოფლიოში ბამბა 30%-ით უკვე გაძვირდა. როგორც Bloomberg-ი წერს, ამის მიზეზი მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებში ძლიერი გვალვები და სიცხეებია, რამაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოება 27-30%-ით შეამცირა.

გთავაზობთ, თუ სად და რა რაოდენობით ბამბას ყიდულობს საქართველო. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 6,424 მლნ დოლარის ღირებულების (574,8 ტონა) ბამბა (ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა), ეს კი 1,4 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2021 წელს საქართველომ 483,7 ტონა ბამბა იყიდა, ჯამში 5,010 მლნ დოლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბამბის იმპორტი განხორციელდა უკრაინიდან – 2,805 მლნ დოლარის ღირებულების (186,5 ტონა); მეორე ადგილზეა თურქეთი – 2,752 მლნ დოლარი (271,1 ტონა); ხუთეულში შედიან: არაბთა გაერთიანებული საამიეროები – 268,7 ათასი დოლარი (19,5 ტონა); ჩინეთი – 152,2 ათასი დოლარი (26,9 ტონა) და საბერძნეთი – 100,6 ათასი დოლარი (15 ტონა).

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close