ეკონომიკა

„არმატურის ფასი 1200 დოლარზე იყო ასული და ახლა 900 დოლარამდეა გაიაფებული“ – როგორია ტენდენცია სამშენებლო მასალების ბაზარზე

„არმატურის ფასი 1200 დოლარზე იყო ასული და ახლა 900 დოლარამდეა გაიაფებული“ - როგორია ტენდენცია სამშენებლო მასალების ბაზარზე

სამშენებლო ბაზარზე ფასების შემცირების ტენდენციაა – ამის შესახებ  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, კომპანია “ინსი”-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ზვიად თოიძის თქმით, საუბარი არ არის პანდემიამდელ და ომამდელ ნიშნულებზე, თუმცა ფასის კლება, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პანდემიის დროს გაძვირებულ სამშენებლო მასალებზე ფასები ომის დროს კიდევ მეტად გაიზარდა. ამას ემატებოდა მაშინ ძალიან გაუფასურებული ვალუტები, მათ შორის, ლარიც. ასევე გაძვირებული იყო საწვავიც, რომლიც ფასიც ახლა ნელ-ნელა სტაბილურდება. მაგალითად, არმატურის ფასი 1200 დოლარზე იყო ასული და ახლა 900 დოლარამდეა გაიაფებული. პარალელურად, მოჰყვება სხვა სამშენებლო მასალების ფასის შემცირება. საუბარი არ არის პანდემიამდელ, ან ომამდელ ნიშნულებზე, მაგრამ მცირედი დასტაბილურებაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თოიძემ.

ამასთან, თოიძე დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. მისი თქმით, ფაქტი მისასალმებელია, თუმცა საეჭვოა, რამდენად განხორციელებადი იქნება პრაქტიკაში.

„რა თქმა უნდა, ისედაც, ძალიან რთულია ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარზე შესვლა და იქ, კრიტერიუმების დაყმაყოფილება და ამას, თუ რამე ბიუროკრატიული მექანიზმები უშლიდა ხელს და ის აღარ იარსებებს, ცხადია, დადებითი და მისასალემებელია. საერთაშორისო კომპანიები ჩვენთან იმიტომ შემოდიან, რომ მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია და სტანდარტები. ასე რომ, რამდენად ფუნქციური იქნება, ამაზე საუბარი ცოტა რთულია“, – განაცხადა თოიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში. ცვლილებით კი, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close