2026 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა.
საინსპექციო კონტროლის ფარგლებში აღებული 634 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ 70 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა.
აღებული 323 ნიმუშიდან დარღვევა 9 კომპანიის 16 ნიმუშში გამოვლინდა.














