პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვრივიშვილისთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის მომავალ საქმიანობას და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ“, – თქვა კობახიძემ.













