Home ბლოგი დიუშენის სამკურნალო პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა

დიუშენის სამკურნალო პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა და დარჩენილია ტექნიკური პროცედურები.

“- დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის.

სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.

რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.