ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე – “ბიძინაობა 2026” საზეიმოდ აღინიშნა.
სახალხო დღესასწაულზე საპატიო ახმეტელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულ ახმეტელ სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს.
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ახმეტას საქართველოს ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სოფელ ქისტაურში ახლად გახსნილ კიკბოქსინგის დარბაზს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
ღონისძიება ჯგუფ ,,იბერიას“ კონცერტით დასრულდა. სახალხო დღესასწაულს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი თუშიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.














