სოფელ ვაქირში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ძველი და გამოუსადეგარი წიგნები დაიწვა
ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემას, „მთავარი ამბები კახეთიდან“ სიღნაღის მერიის პრესსამსახურმა მიაწოდა.
ყოფილი სკოლის შენობაში, სადაც წლების წინ საბავშვო ბაღი და მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა, ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მერიის ინფორმაციით, შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოა, რადგან საბავშვო ბაღი და მუსიკალური სკოლა სხვა შენობაშია გადატანილი.
უწყების ცნობით, დამწვარ შენობაში ძველი, ძირითადად გამოუსადეგარი წიგნები ინახებოდა, რომლებიც ხანძრის შედეგად განადგურდა. გამოსაყენებლად ვარგისი ეგზემპლარები კი წინა წლებში მოქმედ ბიბლიოთეკაშია გადაიტანეს.
ადგილზე გაჩენილი ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.


















