Home ბლოგი სემეკს შეეძლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის მოხმარების მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დააწესოს

სემეკს შეეძლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის მოხმარების მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დააწესოს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სემეკს შეეძლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის მოხმარების მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დააწესოს.

ინიციატივის მიხედვით, ვინც ნაკლებ გაზს მოიხმარს, შესაძლოა, უფრო დაბალი ტარიფი გადაიხადოს, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს, მეტი გადასახადი დაეკისროს.

ცვლილება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობა ჩაითვლება მცირე ან ჭარბ მოხმარებად და რამდენი იქნება ტარიფი თითოეულ შემთხვევაში.

ცვლილებები შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა 2027 წლიდან ამოქმედდეს.

კანონპროექტის მიხედვით, სემეკს ბუნებრივ აირზე მოხმარების განსხვავებული ტარიფების დაწესების უფლებამოსილება 2038 წლის 1- იანვრამდე ექნება.

ასევე ენიჭება უფლებამოსილება, მოხმარებული მოცულობების მიხედვით, განსხვავებული ტარიფები დაადგინოს წყალმომარაგებაზეც.