Home ბლოგი პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საწვავის ფასების მატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია და შესაბამისად, პრემიერი იმედოვნებს, რომ ის მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად იმოქმედებს საწვავზე ფასების დაწევის საკითხზეც.

„- ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.