მარნეულში 13 წლის მოზარდის მიერ ტყუპების გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მარნეულის სამშობიაროში ტყუპები გააჩინა. ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.
მანამდე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ დაწერა.
აქტივისტის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდს საკმაოდ უფროსი მეუღლე ჰყავს. ბაირამოვას თქმით, ოჯახის პოზიციაა, რომ ოფიციალური ქორწინების არარსებობა დანაშაულის იდენტიფიცირებას ხელს არ უნდა უშლიდეს.
ის ასევე აკრიტიკებს სამშობიაროების მიდგომას არასრულწლოვანი დედების მიმართ და აცხადებს, რომ მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ცნობილი და შესაბამისი შემთხვევები სათანადოდ გამოვლენილი














