“28 ნოემბერს ნუ მიატოვებთ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს.
იმ ქოფაკების ხელში არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც გისურვებთ მშვიდობიან აქციას.
სრული სვლით თავისუფლებისკენ!“- ეს არის ნაწყვეტი თელაველი მუსიკოსის, მათე დევიძის ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი და, ელენე დევიძე ავრცელებს.
დღეს, 28 ნოემბერს, უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო აქცია და მსვლელობებია დაგეგმილი.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მისჯილი.







