Home ბლოგი კახეთში რამდენუმე მუნიციპალიტეტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

კახეთში რამდენუმე მუნიციპალიტეტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე რუსთავი – თელავი – ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

შედეგად, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდებათ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ:

🔻9 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე – ახმეტის, ოჟიოს, ქისტაურის, ნაფარეულის, თელავისა და წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

🔻10 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე – ჩუმლაყის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

🔻10 ნოემბრის 06:00 საათიდან 11 ნოემბრის 16:00 საათამდე – ყვარლის, ვაზისუბნის, ველისციხისა და ახაშენის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

🔻12 ნოემბრის 06:00 საათიდან 13 ნოემბრის 16:00 საათამდე – ჭაბუკიანის, გიორგეთის, კაბალის, ლაგოდეხის, კარდენახის, ჩალაუბნისა და გურჯაანის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

🔻17 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე – კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.