თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა
ბრალდებულმა დღეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.













