Home ბლოგი ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ყვარლის ევროკლუბს მისი დაარსებიდან 7 წლის იუბილის...

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ყვარლის ევროკლუბს მისი დაარსებიდან 7 წლის იუბილის აღსანიშნავად ესტუმრა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ყვარლის ევროკლუბს მისი დაარსებიდან 7 წლის იუბილის აღსანიშნავად ესტუმრა.

ელჩი ახალგაზრდებს შეხვდა და დემოკრატიის განვითარებაში ადგილობრივი თემებისა და ახალგაზრდული სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დემოკრატია ეფუძნება ადამიანების შესაძლებლობას, შეიკრიბონ, ისწავლონ, იმსჯელონ და საკუთარი თემის სასიკეთოდ იმოქმედონ.

ჰერჩინსკის განცხადებით, ყვარლის ევროკლუბის მსგავსი სივრცეები რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და მათი საქმიანობა ღია და თავისუფალი უნდა დარჩეს.

„თქვენ არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ მისი აწმყო ხართ“,- მიმართა ელჩმა ღონისძიებაზე შეკრებილებს.

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თემების ინიციატივების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

ევროკავშირის ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისში 38 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროგრამის – “ევროკავშირი შენთან“ ფარგლებში პროექტები დაიწყება, რომელთა დიდი ნაწილი პატარა ქალაქებისა და სოფლების გაძლიერებას მოხმარდება.