განათლების მინისტრის მოადგილემ, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ბაია კვიციანმა პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათი შრომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს საპატიო პრიზები გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.














