დღის ამბები

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს დღეს მის მშობლიურ სოფელში. ქვემო ალვანში,

 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს და სანთლები აანთეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლი დღეს 36 წლის გახდებოდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. ის ცხინვალში წამებით მოკლეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close