დღის ამბებისამართალი

2023 წლის III კვარტალში საქართველოში 1 496 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან კახეთში – 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1 496 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183 შემთხვევა).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა – 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 67, შიდა ქართლი – 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი – 31, მცხეთა- 51, გურია – 35.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 497 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეითად მოსიარულეზე – 397 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close