დღის ამბებისპორტი

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ბერძენი სპეციალისტი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ „თელავს“, რომელიც მცირე ხნის წინ გიორგი მიქაძემ დატოვა, ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბ თელავს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ჩვენს გუნდს 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის. ფეხბედნიერი იყოს, ბატონო გეორგიოს, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თელავთან ერთად, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გეორგიოს კოსტისი 1972 წლის 7 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ ტრიკალაში დაიბადა. ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული „ნიურნბერგის“, ბერძნული „ირაკლისის“, „პანახაიკის“, ვოლოსის „ოლიმპიაკოსის“ და კვიპროსული კლუბების – ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, პაფოსის აელ-ის, კატოკოპიასის „დოქსის“ და არადიპუს „ომონიის“ მოთამაშე.

კარიერა 2011 წელს დაასრულა და ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ „აპოელში“, სადაც 10 წელი გაატარა. იყო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს, მთავარი მწვრთნელიც.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close