განათლებადღის ამბები

2025 წლიდან პროფესიული განათლების დაფინანსება ახალ მოდელზე გადავა

პროფესიული განათლების ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში განახლდება, 2025 წლიდან კი პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას აღნიშნა.

ორი წლის განმავლობაში, ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია, რომელიც დღეს ჩვენს პროფესიულ განათლების სექტორშია, იქნება განახლებული, გადახედილი. ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 ახალი კვალიფიკაცია შეიქმნება, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ წელს 30, მერე 55 და ბოლოს 40. ორ წელიწადში დავასრულებთ ამ პროცესს და მივიღებთ ახალი კვალიფიკაციების პროგრამებს. განახლებული კვალიფიკაციების ფარგლებში უნდა განვაახლოთ პრიორიტეტებიც. პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, განვაახლებთ შრომის ბაზრის პრიორიტეტების საფუძველზე. ეკონომიკური განვითარების ტენდენციების საფუძველზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ 2 წლის შემდეგ, 2025 წლიდან გვინდა გადავიდეთ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც იქნება ხარჯთეფექტური და ეს იქნება მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება“,- განაცხადა ამილახვარმა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close