დღის ამბებისამართალი

განათლების მინისტრი: საგარეჯოში მოკლულ 14 წლის გოგონასთან დაკავშირებით, თუ გამოიკვეთება სკოლის გადაცდომა, უმკაცრესი რეაგირება იქნება

გარწმუნებთ, თუ რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საგარეჯოში მოკლულ 14 წლის გოგოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისა, სკოლაში შიდა მოკვლევაც მიმდინარეობს.

მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. იცით, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ასევე შიდა მოკვლევა და მე გარწმუნებთ, თუ სკოლების კუთხით რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს. ჩვენ სპეციალურად გვაქვს შექმნილი მანდატურის სამსახური, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასეთი ფაქტების პრევენციების მხრივ, ამიტომ მიმდინარეობს შესწავლა. გარკვეული დრო დაგვჭირდება, არა ბევრი და საზოგადოებას ჩვენ დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ ოდნავ მაინც რაიმე ფაქტზე გამოვლინდება რაიმე სახის გადაცდომა, კანონდარღვევა, უმოქმედობა, სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close