თელავირეგიონი

თელავმა ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ჯიშის 1000-მდე ძაღლი, რომლებსაც მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close