Home დღის ამბები ირაკლი კობახიძე- “დასაქმების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით”

ირაკლი კობახიძე- “დასაქმების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გაუმჯობესების კარგი დინამიკა გვაქვს.

“დასაქმების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 4პპ-ით შემცირდა და უმუშევრობის მაჩვენებელმა 14% შეადგინა, ნაცვლად გასულ წელს არსებული 18%-ისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით და შეადგინა 953 000 ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10%-ით და შეადგინა 448 000 ადამიანი, უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კარგი დინამიკა გვაქვს, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ყველანაირი მონაცემი გვაქვს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად უმუშევრობის შემცირებაზე”, – აღნიშნა კობახიძემ