დღის ამბებისამართალი

სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მოკლული არასრულწლოვანი 2 თვეა, რაც ლამბალოში დმანისის სოფელ მამიშლოდან გათხოვდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქმარმა ცოლს ბიძაშვილის ქორწილის სამზადისისას ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 11’109- ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close