დღის ამბებისაზოგადოება

შარშანდელთან შედარებით, წელს ცოფის შემთხვევებმა მოიმატა

წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, ცოფის 68 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცოფის გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და შესაბამისი საკარანტინე ღონისძიებები გაატარა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს 300 ათასამდე ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაციას. მიუხედავად ვაქცინაციისა, რადგან ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს, მაინც ხდება გამოვლინება. ცხოველებში, ცოფის შემთხვევები დაახლოებით 63 %-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით, თუმცა, წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ფაქტორთან, როდესაც ვირუსი ცირკულირებს და იგი ნახავს აუცრელ ამთვისებელ ცხოველს, მაშინვე გამოვლინდება. ჩვენი რეაგირებაა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დაფარვა, რათა ყველა ცხოველი მაქსიმალურად იყოს ვაქცინირებული. ცოფის გამოვლენის დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო საკარანტინე ღონისძიებებს ატარებს საქართველოს დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, კერაში, 3 კილომეტრის რადიუსზე. ყველა ცხოველი იცრება, მათ შორის, სასოფლოსამეურნეო. წელს დაფიქსირდა 68 დადასტურებული შემთხვევა. გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და ჩატარდა საკარანტინე ღონისძიებები“, – აღნიშნა თენგიზ ჩალიგავამ.

წყარო: ipn.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close